საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი: „შესავალი ხელოვნური ინტელექტის სამართალში“

თსუ ევროკლუბი გიწვევთ თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (EU Neighbours East) თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებულ სემინარზე: „შესავალი ხელოვნური ინტელექტის სამართალში“, რომელსაც გაუძღვება საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის ექსპერტი ვახტანგ ჩხენკელი.

ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარების კვალდაკვალ იცვლება სამართლის ნორმები და კანონშემოქმედების პროცესი. მსოფლიოს წამყვანი იურისდიქციები ცდილობენ შექმნან რეგულირების რეჟიმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და ამასთანავე დაიცავს ქვეყნის ინტერესებსა და მოსახლეობის უფლებებს. სემინარის მიზანია დამსწრეებმა მიიღონ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესახებ, მათი მოქმედების პრინციპებზე და გაეცნონ მანქანური სწავლების საწყისებს.

 

სემინარის ფარგლებში ვისაუბრებთ:

● ხელოვნური ინტელექტის ისტორიაზე, ტურინგის ტესტიდან გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტამდე;

● მანქანური სწავლების მოდელებზე;

● რეგულაციებზე და გამოსაყენებელ სამართალზე;

● ხელოვნური ინტელექტისა და სამართლის მომავალზე.

 

თარიღი: 14 მარტი, 2024 წ. 15:00 სთ.

ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, 119-ე აუდიტორია. 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/kgSyuSKd7rMiQxA97

 

თსუ ევროკლუბი შეიქმნა თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (EU Neighbours East) თანამშრომლობით.

თარიღი: 13/03/2024